LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთეული შემთხვებებით გაიზარდა მხოლოდ სიკვდილობა და საოცრად დაბალ მაჩვენებელს ვინარჩუნებთ: ცერცვაძე

134
BeFunky-collage (2)

“არც ერთი პაციენტი არ რჩება ექიმის გარეშე, ტესტირება უტარდება ისევ ყველას”- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და მისი მართვის შეფასებისას განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან აღნიშნა,  კორონავირუსის შემთხვევების მატებას რაიმე კატაკლიზმები კლინიკურ სექტორში არ გამოუწვევია.

ამასთან, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ამბობს, რომ სიტუაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი იქნება კორონავირუსის ახალი შემთხვევა და რამდენი საწოლი დარჩება კლინიკებში.

„ვისაც არ აქვს სიმპტომები, ტოვებენ ბინაზე; ვისაც მცირე სიმპტომები აქვს, საშუალედო რგოლი შემოიღო ჩვენმა ქვეყანამ, ე.წ. საკარანტინო სასტუმროები და ვისაც სჭირდება, მის ჰოსპიტალიზაციას ვახდენთ. ჩვენთან, ერთეული შემთხვებებით გაიზარდა მხოლოდ სიკვდილობა და საოცრად დაბალ მაჩვენებელს ვინარჩუნებთ…ზოგადი პრინციპი იქნება შენარჩუნებული, რომ უსიმპტომოები ბინაზე იყვნენ. რამდენი პროცენტი იქნება, წინასწარ ამის თქმა შეუძლებელია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

“არჩევნებს ეწირება უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყველა პოლიტიკოსს ფეხზე ვკიდივართ, უკლებლივ ყველას” – ბაია პატარაია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები