კომპოზიტორი გიგა კუხიანიძე ამბობს, რომ შოუბიზნესის ბევრ წარმომადგენელს ეზარება შრომა. ამის შესახებ მან გადაცემაში ღამის პრაიმ-ტაიმი განაცხადა და შედარება “ბნელ 90-იანებთან” გააკეთა.
„პასიურობაა. 90-იან წლები “დვუჟოჯკზე” ჩართული იყო ხოლმე ხმის ჩამწერი სტუდიები. ინსტრუმენტზე ტაბლაც არ ციმციმებდა, ვერ ვხედავდი ისე ვაკეთებდი არანჟირებას, ვწვალობდით, კლიპებსაც ვიღებდით საკუთარი ფულით. მე ერთი სახლი მაქვს გაყიდული, კლიპი რომ გადამეღო პირველად, იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი ოცნება.
ახლა უფრო მეტი საშუალებაა, შეგიძლია ტელევიზიის გარეშე, აიფონ 13-ით გადაიღო კარგი რაღაც. ბევრს ეზარება შრომა. ბევრია ზარმაცი“, – ამბობს კუხიანიძე.