LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთხელ მაინც ხომ უნდა დაისაჯოს ვინმე? სამარცხვინო 100 ლარიანი ჯარიმით მაინც? – აქცია წერეთელზე

205
BeFunky-collage (2)

დღეს მეტრო წერეთელთან მდებარე პოლიციის განყოფილებასთან შეიკრიბნენ ის ადამიანები, ვისაც მიუსაფარი ძაღლების ბედი აღელვებს ქვეყანაში და 13 ნოემბერს მომხდარი შემთხვევა დაგმეს. საქმე ისაა, რომ კომენდანტის დაწყებამდე მძინარე ძაღლს მანქანამ გადაუარა, მძღოლი კი მიიმალა. ამის შესახებ ძაღლის მეპატრონემ, თამთა ჭიღლაძემ დაწერა სოციალურ ქსელში.

“ბალუ როცა ქუჩაზე დამისვეს ახალი მოჭრილი ჰქონდა კუდიც და ყურებიც….  მალევე დაუდასტურდა ჭირი, ცუდად იყო, თუმცა სრულიად გამოვაჯანმრთელე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უბნელი ხშირად ფანჯრიდან წყალს ასხამდა ზიზღიდან გამომდინარე ბალუ მაინც ბედნიერი და ლაღი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაზე გამვლელები ფიზიკურად ჩაგრავდნენ მაინც სულ ბედნიერი და ლაღი იყო, კიდევ ბევრ რამეს არ დავწერ ისევ თქვენ რომ არ გეტკინოთ გული

მარტში, რომ თოვდა ბალუზე ბედნიერი არავინ იყო (ვიდეოს კომენტარში დავდებ) უზომოდ და ძალიან უყვარდა ჭამა და მაგ დროსაც კი კულტურული და მორიდებული იყო.

სადაც დავდიოდი დაცვასავით ყველგან დამყვებოდა, ყველაზე კეთილი, მოსიყვარულე და თბილი იყო ჩემი დათუჩა თავისი ბავშვური თვისებებით, რამხელაც ტანით იყო იმაზე ასჯერ დიდი გული ჰქონდა

ვერცერთი სიტყვა ვერ აღწერს ჩემს სიყვარულს ბალუს მიმართ, აი უბრალოდ ვერ გადმოვცემ ჩემს ტკივილს ახლა რას ვგრძნობ და რას განვიცდი…

 

ვინც არ იცით 13 ნოემბერს კომენდანტის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ჩემს მიკედლებულ ანგელოზ ძაღლს, მძინარეს გადაუარა მანქანამ და დიდხანს ახოხიალა. ამის შემდეგ გვერდი კი არ აუარა, უკანა ბორბლებით მასზე გადაიჯეგა და რაღა თქმა უნდა, გაიქცა.

ბალუს გაუტყდა ხერხემალი, უკანა კიდურები, ზურგის ტვინი დაუზიანდა, მიიღო ტვინის შერყევა, სისხლჩაქცევები და კიდევ უამრავი რამ..

გაუსაძლისი ტკივილების გამო მისი დაძინება მომიწია, უკვე დასაძინებლად შეყვანილი ტკივილისგან მაგიდიდან გადმოვარდა, ვერ მცნობდა მაგრამ ბოლო წუთამდე მასთან ვიყავი

თავისი საფლავი ექნება ბაგებში, ბევრად მეტს იმსახურებს, მაგრამ მხოლოდ ეგ იყო რისი გაკეთებაც მისთვის შემეძლო, სამწუხაროდ?

არ ვიცი არსებობს თუ არა, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ ახლა ისეთ ადგილას არის, სადაც  არც ტკივილი აწუხებს და აღარც ბოროტი ადამიანების გარემოცვაშია.

❗❗❗გუშინ დილით დამირეკა დამნაშავემ!

  1. რა უფლებით გასცა გამომძებელმა ჩემი ნომერი ჩემი თანხმობის გარეშე

2.მივედი პოლიციაში და მივიღე შემდეგი პასუხი – ”სპეციალურად არ გუკეთებია და გამოძიება არც დაიწყებაო” ანუ არ აპირებენ დამნაშავის დასჯას არა თუ საქმის გახსნას❗❗❗❗❗❗❗❗

ყველას მოგვდის შემთხვევით რაღაც, მთავარია ამის შემდეგ როგორ ვიქცევით, ანუ ან ვართ ადამიანები ან არა❗

ვავრცელებ ვიდეო ჩანაწერებს, სადაც თავად ნახავთ ყველაფერს, ვისაც სუსტი გული გაქვთ ჩემი რჩევაა თავი შეიკავოთ და არ ნახოთ.

როდესაც ადამიანი ვერ გრძნობს მორალურ პასუხისმგებლობას, კანონმა უნდა დაავალდებულოს ამ პასუხისმგებლობის ტვირთვა,  თუმცა ჩვენს სამართალდამცავ სისტემას აზრადაც არ აქვს ამის გაკეთება და ვერ/არ ხედავს დანაშაულის ნიშნებს

ერთხელ მაინც ხომ უნდა დაისაჯოს ვინმე? სამარცხვინო 100 ლარიანი ჯარიმით მაინც ?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები