ამერიკიდან დაბრუნებულმა Life Coach-მა ხათუნა მზექალაშვილმა გადაცემა „თამიასთან“ ინტერვიუში ემიგრაციაში გატარებული წლების შემდეგ შვილებთან ურთიერთობის ხელახალი აშენების სირთულეებზე ისაუბრა.
ის იმ დედების მდგომარეობაზე საუბრობს, რომლებიც წლებია შვილებს მოშორებით ჰყავთ და დაბრუნების შემდეგ რთულად ახერხებენ მათთან ემოციური კავშირის აღდგენას.
„არ შეიძლება 7 წლის შემდეგ დაბრუნდე და შენიშვნა მისცე შვილს, რაც არ უნდა სწორი შენიშვნა იყოს. ის უნდა დაიწყოს თამაშით ისევ…“
როგორც ხათუნა მზექალაშვილი აღნიშნავს, როდესაც დედა და შვილი ფიზიკურად ისევ ერთად არიან, ხშირად გაურბიან ერთმანეთს – არა იმიტომ, რომ აღარ უყვართ, არამედ უბრალოდ არ იციან როგორ დაიწყონ დიალოგი:
„ერთმანეთი უყვართ, ენატრებათ და ერთად რომ არიან, გაურბიან ერთმანეთს – იმიტომ, რომ არ იციან როგორ დაიწყონ საუბარი“, – აღნიშნავს Life Coach ხათუმა მზექალაშვილი.