LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არ მოხდებოდა! არაააა !!! არ მოხდებოდა რომ დაგეცვათ” – რას წერს ლექსო ლაშქარავას მეუღლე

1839
BeFunky-collage

“ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მეუღლე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

როგორ ის აღნიშნავს, აღნიშნული ტრაგედია არ მოხდებოდა სახელმწიფოს ოპერატორი რომ დაეცვა.

“ყველას მინდა დიდი მადლობა მოუხადო გვერდში დგომოსთვის. სამწუხაროდ დღეს ზარებსაც ვერ ვპასუხობდი. ასევე ყველა დანარჩენს მოვუწოდებ კორექტულობისკენ. ეს ადამიანი 10 წლის ბავშვის მამა იყო და ამ ბავშმა ამ ქვეყანაში ჯერჯერობით უნდა იცხოვროს ! რა პოზიციაც არ უნდა გეკაოთ, დამეთანხმეთ, რომ ლექსო დღეს არის მსხვერპლი! უკვე ცხადია იმ მოძალადე ჯგუფების პოზიციები დღევანდელი ამბის გაშუქების დასაწყისშივე… ეს მათთვის ლოგიკური დასასრული იყო. 5 ივლისიდან დაწყებული, მე პირადად როგორ შოკურ მდგომერეობაშიც ჩავვარდი, დღეს ამ ამბავმა კინაღამ ბოლო მომიღო. ოჯახს, ასეთ მძიმე ემოციურ ფონზე, როგორც მოგვექცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მე ვერ დავარქმევ სახელს ! არ ვიცი… მეტად უფრო არაპროფესიონალიზმია პირველ რიგში…
თუმცა სხვა საკითხებიც არსებობს და ამაზე ამ წუთებში არ შემიძლია საუბარი. რა შედეგიც არ დაიდება საბოლოოდ… ეს არ მოხდებოდა! არაააა !!! იურიდიულად ატრიალეთ როგორც გინდათ …არ მოხდებოდა რომ დაგეცვათ !”-წერს ლექსო ლაშქარავას მეუღლე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები