LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის ავანსად გაცემული კეთილგანწყობა შალვა პაპუაშვილის მიმართ” – აცხადებს ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი.

71
ლევან იოსელიან

პარტია “მოქალაქეები” შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას, პარლამენტის სპიკერად წარდგენაზე მხარს უჭერს.

“ეს არის ავანსად გაცემული კეთილგანწყობა შალვა პაპუაშვილის მიმართ” – აცხადებს ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი.

მისი განმარტებით, საარჩევნო რეფორმის დროს შალვა პაპუაშვილისგან თანამშრომლობის და კონსტრუქციული ურთიერთობის შესაძლებლობა დაინახა.

„ოპოზიციიდან თუ ვინმეს აქვს მასთან საქმიანი მუშაობის გამოცდილების ისტორია, ალბათ, ერთადერთი ვარ. ჩვენ ვიყავით თანათავმჯდომარეები საარჩევნო რეფორმის დროს. შალვა პაპუაშვილისგან დავინახე თანამშრომლობის და კონსტრუქციული ურთიერთობის შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდში, ჩვენთვის დაძაბულ პერიოდში და ზოგადად, საარჩევნო რეფორმისთვის, რომელიც ერთად განვახორციელეთ. ვფიქრობ, ამიტომაც აღმოჩნდა ეს რეფორმა წარმატებული.”

ლევან იოსელიანი იმედს გამოთქვამს, რომ ურთიერთობა, რომელიც ამ დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა, გაგრძელდება.

ცნობისთვის, პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ფრაქცია „ქართული ოცნების” სახელით პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი. კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯარო განცხადება 24 დეკემბერს გააკეთა.

საპარლამენტო ოპოზიციიდან, შალვა პაპუაშვილს მხარს უჭერს “გირჩიც”

 

 

 

პოპულალურები