„საქართველოს დელეგაციის აქ ყოფნა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არის მორიგი დემონსტრირება, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბერლინში ჟურნალისტებთან განაცხადა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, ის რომ პრემიერ-მინისტრი იმყოფება ბერლინში სხვა კოლეგებთან ერთად და ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობს, ეს არის პრემიერისა და საქართველოს მხრიდან კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ უკრაინა და უკრაინელი ხალხი, მათი მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია:
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება ბერლინში და სხვა კოლეგებთან ერთად, ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობს. ეს არის პრემიერ-მინისტრისა და ჩვენი ქვეყნის მხრიდან კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ უკრაინა და უკრაინელი ხალხი, მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, საქართველოს დელეგაციის აქ ყოფნა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არის მორიგი დემონსტრირება, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს.
ეს ღონისძიება ძალიან მასშტაბური იყო. კანცლერი შოლცისა და უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელსაც დაახლოებით 10-ამდე სხვადასხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ესწრებოდა, მათ შორის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრა იმ დახმარებასა და მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველომ ომის დაწყების დღიდან აღმოუჩინა უკრაინას, უკრაინელ ხალხს. კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, გამოგვეხატა სოლიდარობა უკრაინის მისამართით და გვესაუბრა იმ მხარდაჭერაზე, რომელიც ჩვენ უკვე გავწიეთ და რომლის გაწევასაც ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში…
Posted by საქართველოს მთავრობა on სამშაბათი, 11 ივნისი, 2024