LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.. 6 წელია აღარ ვარ არც სასამართლო და არც სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე“ – რას წერს სანქცირებული ვალერიან ცერცვაძე

155
ფორტუნა - 2023-04-06T114703.311

„კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს. ექვსი წელია, რაც აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე. შესაბამისად, ჩემი, როგორც უვადო მოსამართლედ მოხსენიება, აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას“, – ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული ვალერი ცერცვაძე სანქციის დაწესებას.

როგორც ცერცვაძე წერს, სანქცირების გადაწყვეტილება აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული.

„ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გაჟღერებულ ბრალდებებს.

რამდენი ხნით აეკრძალათ შტატებში შესვლა სანქცირებულებს და რა იქნება შედეგი – აშშ-ის საელჩო ქართველი ოფიციალური პირების სანქცირებასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს

აშშ-ის საელჩო საქართველოში ქართველი ოფიციალური პირების 7031c წესის საფუძველზე სანქცირებასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხობს და მოსალოდნელ შედეგებზე მიუთითებს.

მიმაჩნია, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული განცხადებები, ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას“,  – წერს ვალერიან ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ამავე თემაზე:

„მოსამართლეების აშშ-ში არშეშვების გადაწყვეტილება მძიმე შეურაცხყოფაა…გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა, აქ ომი არ იქნება!” – დიმიტრი სამხარაძე

„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე

კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ახლა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და პერსონალური პასუხისმგებლობა აიღოს” – გახარია მოსამართლეთა სანქცირებაზე

„მისასალმებელია…დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება” – სენატორი ჯიმ რიში

„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g