LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ძალიან ძნელი გადაწყვეტილება იყო“ – პერის ჰილტონი განმარტავს, რატომ ისარგებლა სუროგატი დედის მომსახურებით

186
page

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ 42 წლის პერის ჰილტონს მეორე შვილი შეეძინა. პერისი და მისი მეუღლე, კარტერ რეუმი გოგონას მშობლები გახდნენ, რომელსაც ლონდონი დაარქვეს.  ამის შესახებ ქერათმიანმა ლამაზმანმა „ინსტაგრამის“ საშუალებით განაცხადა.

იანვარში წყვილს ვაჟი სუროგატი დედის მეშვეობით შეეძინა, მას ფენიქსი დაარქვეს. ყოველივე ამას მედიაში არაეთგვაროვანი შეფასებებია მოჰყვა. ბევრი წერს, რომ პერისი ბავშვებს მარტივად „ყიდულობს“.

42 წლის პერის ჰილტონს ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ლონდონი დაარქვა

ახლახან ჰილტონმა ინტერვიუში ისაუბრა, თუ რატომ ისარგებლა სუროგატი დედის მომსახურებით. ის აცხადებს, რომ ეს მარტივი გადაწყვეტილება არ იყო.

„ეს ძალიან ძნელი გადაწყვეტილება იყო. მინდა ორსულობა გამოვცადო, ის შეგრძნებები, რასაც ორსულად მყოფი ქალები განიცდიან, კარგი გამოცდილება იქნებოდა, თუმცა ვღელავ ეს ხომ ურთულესი პროცესია, მაღელვებს ბავშვის ჯანმრთელობა“, – აცხადებს 42 წლის ჰილტონი.

პერისს პირდაპირ საკუთარ ასაკზე ყურადღება არ გაუმახვილებია, თუმცა მედიაში წერენ, რომ ჰილტონმა ბუნებრივი გზით ბავშვის გაჩენაზე უარი, ასაკის გამო თქვა.

„ადამიანები რა ბოროტები არიან…“ – პერის ჰილტონმა ვაჟის მორიგი ფოტოები გაავრცელა

„ექიმთან მყავდა, მას უბრალოდ დიდი ტვინი აქვს“ – პერის ჰილტონმა ვაჟი გამოაჩინა, ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები