ილიკო სუხიშვილი „პირველი არხის“ გადაცემაში „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ თავის დაზე, ნინო სუხიშვილზე საუბრობს.
როგორც ილიკო ამბობს, ხშირად მას და ნინოს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით.
„მე ბევრ რაღაცას არც მეუბნება, სასწაულად ხდება ხოლმე ამის მოწოდება–ზუსტად მაშინ, როდესაც ეს [სცენაზე] გამოსატანი გვაქვს.
ალბათ თვითონ ფაქტორი, რომ და ძმანი ვართ, სისხლით და ხორცით ერთნი, ბევრს ნიშნავს.
ბევრი რაღაც არის ისეთი, რომ ნათქვამი არ გაქვს და ემთხვევა.
არის [ნინო] პროფესიონალი, უნდა გავეკიდო რომ დავეწიო.. მე რომ ვიწყებ მას უკვე მზად აქვს ყველაფერი და მთხოვს ხალხის რაოდენობას, სოლისტებს.. ისეთი მუხტია, ამას ერთი სიტყვით ვერ აღვწერ.
ასეთი ადამიანი მთლიანად კრავს შემოქმედებით დასს..
ნინო სუხიშვილი კულისებში: „ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან“
უზომოდ მიყვარს, ეს უზომო გრძნობაა.. უდიდესი სიყვარულია ჩვენ შორის.
ყველაფერი ერთად რომ შეკრიბო, არ ვიცი ამას რა სახელი დავარქვა. ესეც ხომ ღმერთია, მე ყველაფერს ღმერთს ვარქმევ.
მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენი დაძმობა გამონაკლისია, ან განსაკუთრებულია. ასეთი გრძნობა ჩვეულებრივიცაა და არაჩვეულებრივიც – ეს არის ჩვენი ბენდიერება.
კონფლიქტები ბავშვობაში გვქონდა, ცოტა უფროსია ჩემზე და რომ მერეოდა უნდა გენახა რაებს ვაკეთებდით.. ვანგრევდით ოთახებს.
? „ასეთი ადამიანი მთლიანად კრავს შემოქმედებით დასს“ – ილიკო სუხიშვილი ნინო სუხიშვილის შესახებ
? „ასეთი ადამიანი მთლიანად კრავს შემოქმედებით დასს“ – ილიკო სუხიშვილი ნინო სუხიშვილის შესახებ
Posted by პირველი არხი on ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი, 2023
არაფერი არ არის ისეთი, რომ ვერ გადავწყვიტოთ, უფრო ხშირად მე არ მინდა სცენაზე გავიტანო რაღაცები, რადგან მგონია, რომ ვადა გაუვიდა,“ – ამბობს ილიკო სუხიშვილი.