LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის სანაპიროზე სამუშაოდ მსოფლიოში პირველი რობოტი-დამლაგებელი გავიდა

125
thumb_1024x663_platjabot-11zon

ესპანეთში, ვალენსიის სანაპიროზე მსოფლიოში პირველი სპეციალიზებული რობოტი-დამლაგებელი იმუშავებს. რობოტი ელემენტზე მუშაობს და ხელოვნური ინტელექტის დამსახურებით ადამიანის დახმარება არ სჭირდება. სიახლის შესახებ The Mayor წერს.

ინოვაციური დამლაგებელი ბორბლებზე გადაადგილდება და ქვიშას დეტალურად ათვალიერებს, რათა ყველა ნარჩენს მოუყაროს თავი. ნაგავი რობოტი უკანა ნაწილში დამონტაჟებულ საცავში ინახება.

სიახლეს შეუძლია, რომ ერთი დამუხტვით პლაჟის 5 კვადრატული კილომეტრი გაასუფთაოს და კვადრატულ კილომეტრზე 330 ერთეული ნაგავი მოაგროვოს. ერთი დამუხტვით რობოტი 7 საათი მუშაობს.

მისი გადამცემები ადამიანებს ცნობენ და მათთვის გვერდის ავლაც იციან. გარდა ამისა, თუკი ვინმე რობოტის მუშაობისთვის ხელის შეშლას გადაწყვეტს, სისტემა ავტომატურად დაიბლოკება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები