LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში ახალგაზრდებს დაეხმარებიან, რათა მათ უფრო მალე შეძლონ მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება

40
106854041-1615825015393-gettyimages-930003386-ma61008

ახალგაზრდა ესპანელებს ყოველთვიურად 250 ევროს გადაუხდიან იმ შემთხვევაში, თუკი მათ სახლის დასაქირავებლად საკმარისი ფული არ ექნებათ. ამ გზით მთავრობამ გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს იმ ადამიანებს, ვისაც მშობლების სახლის დატოვება და დამოუკიდებლად ცხოვრება სურს.

Cnbc-ის ინფორმაციით, დახმარებას ახალგაზრდები 2 წლის განმავლობაში მიიღებენ. ფულს მიიღებს ყველა ვინც 35 წლამდე ასაკისაა და წლიური შემოსავალი 24 318 ევროზე ნაკლები აქვს.

ფულადი დახმარების დაკანონება უძრავ ქონებაზე ძალიან მაღალი ფასების გამო გადაწყდა. დიდ ქალაქებში ბინის დაქირავება თვეში 800 ევრო მაინც ღირს. ამასთან ახალგაზრდა ესპანელთა საშუალო შემოსავალი მხოლოდ 970 ევროა.

ევროპის სტატისტიკური სააგენტოს „ევროსტატის“ ინფორმაციით, მშობლებთან 22-29 წლის ესპანელთა 55% ცხოვრობს. ეს კი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მშობლების სახლში მცხოვრები ევროპელების რეიტინგში 93%-იანი მაჩვენებლით პირველ ადგილს ხორვატები, მეორეს კი მალტელები (87%) იკავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები