ესპანეთში სამუშაო კვირას 40 საათიდან 37,5 საათამდე შეამცირებენ. ესპანელები დღეში 30 წუთით ნაკლებს იმუშავებენ, თუმცა ხელფასი არ შეეცვლებათ. ახალ კანონპროექტს ამჟამად პარლამენტი განიხილავს, წერს Fortune.com.
თუკი კანონს მიიღებენ, ეს ესპანეთისთვის ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველი ასეთი შემთხვევა იქნება. სიახლე შეეხება ყველა ესპანელს მიუხედავად იმისა თუ რომელ სფეროში არიან ისინი დასაქმებული.
კანონი ხალხს იურიდიულად დამტკიცებულ უფლებასაც მისცემს, რომ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სამსახურებრივ ზარებს თუ შეტყობინებებს აღარ უპასუხონ. ხოლო მათ ვინც არასრულ დღეს მუშაობს, ხელფასებს გაუზრდიან.
კანონის ძალაში შესვლის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით არ დაზუსტებული, თუმცა ადგილობრივი მედია წერს, რომ ესპანელებს ახალ გრაფიკზე გადასვლა 2025 წლის ზაფხულიდან შეეძლებათ.