ესტონეთის დედაქალაქ ტალინსა და სხვა დიდ ქალაქებში ამანათების მიწოდებაში უკვე თავად მოქალაქეები ერთვებიან. ინიციატივა მიზნად ისახავს მიწოდების დაჩქარებას და დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობას.
პროექტის ავტორია სახელმწიფო საფოსტო კომპანია Omniva, რომელიც აღნიშნავს, რომ ამანათების რაოდენობა დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად მერყეობს. მოქალაქეების ჩართვა განსაკუთრებით ეხმარება კომპანიას ე.წ. „პიკის საათებში“, როცა შეკვეთები მკვეთრად იზრდება.
როგორ მუშაობს სისტემა
Omniva-მ სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნა აპლიკაცია – Omniva Citizen Delivery.
მისი მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ:
თავად აირჩიონ სამუშაო დრო;
მიიღონ მხოლოდ სასურველი შეკვეთები;
წინასწარ ნახონ, რამდენი დრო და შემოსავალია საჭირო კონკრეტული მიწოდებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ მიწოდებას მოქალაქეები ასრულებენ, კომპანია აკონტროლებს პროცესს – მარშრუტს, სტატუსს და ამანათის უსაფრთხოებას.

ვინ შეიძლება გახდეს „სამოქალაქო კურიერი“
პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
- მინიმუმ 18 წლის ასაკი
- მართვის მოწმობა
- პირადი ავტომობილი
- რეგიონში გადაადგილება
მსგავსი ინიციატივა უკვე მოქმედებს ბალტიის სხვა ქალაქებში რიგაში, კაუნასსა და ვილნიუსში.