ჯენიფერ გარნერის უარყოფის შემდეგ, ჯეი ლო პირველად გამოჩნდა. 55 წლის არტისტი და მსახიობი ლოს-ანჯელესის ქუჩებში დააფიქსირეს. ამ დღეს მას თეთრი სვიტერი და თავისუფალი სტილის შარვალი ეცვა, ის ქუჩებში ეულად სეირნობდა და ყავას მიირთმევდა.
„ეული და მარტოსული“, „უმშვენიერესია“, „შემოდგომის დედოფალი“ – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჯენიფერ გარნერს ჯენიფერ ლოპესთან აღარანაირი კონტაქტი აღარ სურს და არც ის უნდა, რომ მისი შვილები მასთან ურთიერთობდნენ.
„ჯენიფერ გარნერს სურს, რომ მის ოჯახს ჯენიფერ ლოპესთან აღარანაირი კავშირი აღარ ჰქონდეს. ის ბენისა და ჯეი ლოს გართულებული ურთიერთობის მოგვარებას არაერთხელ ეცადა, თუმცა ამაოდ, ახლა კი თავი მათ მიერ გამოყენებულად იგრძნო, ამიტომაც მიიღო მან ეს გადაწყვეტილება“, – წერს ინსაიდერი.