LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევგენი გრუშოვეცი: სააკაშვილი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გადაიყვანეს ციხეში – ეს არის ფარმაკოლოგიური წამება

161
1637759549-evgeniiiiiiii

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ  სააკაშვილი ციხეში ძლიერი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ გადაიყვანეს და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა მოხდა.

რაც არ უნდა ჩაიდინონ, საერთოდ არ მეშინია ამათი: მიხეილ სააკაშვილი

„ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც მიხეილ სააკაშვილს მისცეს ძლიერი დამამშვიდებლები და პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გადაიყვანეს ციხეში. ამის გამო არ შეუშვეს მასთან ჰოსპიტალში ექიმები და ადვოკატები.

ფარმაკოლოგიური წამება, ეს არის ფსიქოტროპული ნივთიერებების ან სხვა ნარკოტიკების გამოყენება ადამიანის დასასჯელად ან მისგან ინფორმაციის მისაღებად. ამის მიზანი არის – აიძულონ დამორჩილება, გამოიწვიონ სტრესი, რაც ტკივილის, შფოთვის, ფსიქოლოგიური აშლილობისა და დეზორიენტაციის ფორმით შეიძლება გამოვლინდეს“, – წერს გრუშოვეცი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები