LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ელჩი: ისეთ განვითარებულ ადგილზე, როგორიც თბილისია, რთული გასაგებია, სააკაშვილს რატომ არ ჰქონდა სასამართლოზე დასწრების საშუალება

159
Untitled design (1)

„გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს წინაშე წარდგენის საშუალება მიეცემა“, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა განაცხადა და მესამე პრეზიდენტის გუშინდელ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, რატომ ვერ ჩართეს სააკაშვილი დისტანციურად – „ვივა მედს ტექნიკური მოწყობილობები არ აქვს“

პაველ ჰერჩინსკი ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რათა სააკაშვილის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული:

„შეშფოთებული ვართ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობებით.

ამ საკითხს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან ვაყენებთ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მისი უფლება სრულად იყოს დაცული, დაცული იყოს მისი, როგორც პატიმრის უფლება და ასევე მისი, როგორც განსასჯელის უფლება.

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მას სასამართლოს წინაშე წარდგენის საშუალება მიეცემა. 21-ე საუკუნეში და ისეთ განვითარებულ ადგილზე, როგორიც თბილისია, რთული გასაგებია, რატომ არ ჰქონდა მას სასამართლოზე დასწრების საშუალება. იმედი მაქვს, ტექნიკურად შესაძლებელი იქნება, მან ეს ონლაინ რეჟიმში გააკეთოს, ვინაიდან მისი, როგორც განსასჯელის უფლება სრულად უნდა იყოს დაცული.

„ყურადღებით ვაკვირდებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს, რომლის გადადგმასაც საქართველოს სასამართლო გადაწყვეტს“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

აშშ-ის ელჩი: სასამართლო სხდომის გადადება მოულოდნელი იყო, პროცესის დამატებით შეფერხება მხოლოდ კითხვის ნიშნებს ზრდის

ხაჭაპურიძე: იუსტიციის მინისტრის ადგილზე რომ ვიყო, გადავდგებოდი, ტაქსის მძღოლად მუშაობას გავაგრძელებდი, ქუთაისელია, იტაქსავებდა, იქ საცობები არ არის და კარგად გამოუვიდოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g