LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ელჩი: სასამართლო სხდომის გადადება მოულოდნელი იყო, პროცესის დამატებით შეფერხება მხოლოდ კითხვის ნიშნებს ზრდის

144
Untitled design

ვფიქრობ, მოულოდნელი იყო, – ასე ეხმიანება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადადებას.

„21-ში შეგნებულად არ ვნიშნავთ“ – მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადაიდო

როგორც კელი დეგნანი აღნიშნავს, პროცესის დამატებით შეფერხება კითხვის ნიშნებს ზრდის:

„ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს.

როდესაც აშშ-ში მოსამართლე ბრძანებს, რომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ყველა მაქსიმალურს აკეთებს, რათა უზრუნველყონ, რომ სასამართლოს ეს ბრძანება შესრულდეს.

განსაკუთრებული გადაუდებელი ვითარებაა, რადგან ასეთი დიდი შეშფოთებაა, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით.

როგორც აღვნიშნეთ, საბოლოო ჯამში, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს ის, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი იღებდეს მისთვის საჭირო ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სამედიცინო მომსახურებას. პროცესის დამატებით შეფერხება, ვფიქრობ, მხოლოდ ზრდის კითხვის ნიშნებსა და წუხილს მისი კეთილდღეობის შესახებ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობის საქმეზე, დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. მორიგი სხდომა 22 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.

როგორც სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „ფორტუნასთან“ აცხადებს, მესამე პრეზიდენტი ითხოვს გარანტიას, რომ მორიგ სასამართლო პროცესზე მისვლის, ან დისტანციურად ჩართვის უფლება მისცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შიმშილობას გააგრძელებს.

ვრცლად ამ თემაზე:

„დრო აღარ ითმენს.. გადადგას მთავრობამ ნაბიჯი და ააცილოს ქვეყანას სირცხვილი“ – მიხეილ სააკაშვილის ძმა პროცესის გადადებაზე

„ხელისუფლებამ უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“ – NGO-ების განცხადება

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, რატომ ვერ ჩართეს სააკაშვილი დისტანციურად – „ვივამედს ტექნიკური მოწყობილებები არ აქვს“

ხმაური საქალაქო სასამართლოსთან – მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი სააკაშვილზე: „რამდენადაც ვიცი მზად არის, რომ ჩაერთოს“

ხაჭაპურიძე: იუსტიციის მინისტრის ადგილზე რომ ვიყო, გადავდგებოდი, ტაქსის მძღოლად მუშაობას გავაგრძელებდი, ქუთაისელია, იტაქსავებდა, იქ საცობები არ არის და კარგად გამოუვიდოდა

კალაძე სააკაშვილზე: ჭამოს და არ დაიკლებს, სითხეც დალიოს და წონაში არ დაიკლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g