LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამბობს, სჯობს მოვკვდე, ვიდრე ვიყო ღირსებააყრილიო“ – მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

253
მიხეილ სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.

ამის შესახებ სააკაშვილის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ „ფორტუნას“ განუცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მესამე პრეზიდენტი ითხოვს გარანტიას, რომ მორიგ სასამართლო პროცესზე მისვლის, ან დისტანციურად ჩართვის უფლება მისცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შიმშილობას გააგრძელებს:

„გამოაცხადა შიმშილობა, იმ დრომდე, სანამ არ მიიღებს გარანტიებს, რომ შემდეგ სასამართლო პროცესზე ან მიიყვანენ, ან დისტანციურად მაინც ჩართავენ და მისი ელემენტარული უფლებები დაცული იქნება.

მსგავსი რამ, რაც დღეს მოხდა, სტალინსაც კი არ გაუკეთებია. მოვედით „ვივამედში“ და გაირკვა, რომ პენიტენციურიდან თითიც კი არ გაუნძრევია არავის  მის ჩართვასთან დაკავშირებით, პენიტენციურის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე აბსოლუტურად ტყუილი ილაპარაკა.

ეს არის პროტესტი, ავუხსენი, რომ ეს არ უნდა, რომ შესაძლოა მისთვის სასიკვდილო იყოს, მაგრამ თქვა, რომ სჯობია მოვკვდე ვიდრე ვიყო ასე ღირსებაარილიო.

უნდა მისცენ გარანტიები, თუ არადა გააგრძელებს შიმშილობას“, – აცხადებს ხაჭაპურიძე.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობის საქმეზე, დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. მორიგი სხდომა 22 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:

ადვოკატის ცნობით, სააკაშვილი „უპრეცედენტო განსაცდელშია“ – პენიტენციური პროცესის 1 თვით გადადებას ითხოვს

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, რატომ ვერ ჩართეს სააკაშვილი დისტანციურად – „ვივამედს ტექნიკური მოწყობილებები არ აქვს“

„21-ში შეგნებულად არ ვნიშნავთ“ – მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადაიდო

ხმაური საქალაქო სასამართლოსთან – მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი სააკაშვილზე: „რამდენადაც ვიცი მზად არის, რომ ჩაერთოს“

„დრო აღარ ითმენს.. გადადგას მთავრობამ ნაბიჯი და ააცილოს ქვეყანას სირცხვილი“ – მიხეილ სააკაშვილის ძმა პროცესის გადადებაზე

ხაჭაპურიძე: იუსტიციის მინისტრის ადგილზე რომ ვიყო, გადავდგებოდი, ტაქსის მძღოლად მუშაობას გავაგრძელებდი, ქუთაისელია, იტაქსავებდა, იქ საცობები არ არის და კარგად გამოუვიდოდა

კალაძე სააკაშვილზე: ჭამოს და არ დაიკლებს, სითხეც დალიოს და წონაში არ დაიკლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g