LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დრო აღარ ითმენს.. გადადგას მთავრობამ ნაბიჯი და ააცილოს ქვეყანას სირცხვილი“ – მიხეილ სააკაშვილის ძმა პროცესის გადადებაზე

157
BeFunky-collage (3)

„პენიტენციური სამსახური პროცესის 1 თვით გადადებას ითხოვდა, თითქოს ტექნიკური მიზეზით, რაც ოჯახისთვის მიუღებელია. 22 დეკემბერიც, ვფიქრობ, დიდი დროა, ვინაიდან ყოველ დღესა და წუთს დიდი მნიშვნელობა აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა „ფორტუნასთან“ განაცხადა, რითაც დღევანდელი პროცესის გადადება შეაფასა.

გიორგი სააკაშვილის თქმით, ახლა მმართველმა პარტიამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს.

„ჩვენ ვხედავთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპარლამენტარების განცხადებას, ყველა გვერდში გვიდგას და ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოს მთავრობამ გადადგას ნაბიჯი და ააცილოს ქვეყანას სირცხვილი.

ვფიქრობ, მმართველმა პარტიამ, სასამართლომ დროზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მისცენ მიშას უფლება საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა „ფორტუნასთან“.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების შესახებ სასამართლო პროცესი გაიმართა.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, რატომ ვერ ჩართეს სააკაშვილი დისტანციურად – „ვივამედს ტექნიკური მოწყობილებები არ აქვს“

ამავე თემაზე:

ადვოკატის ცნობით, სააკაშვილი „უპრეცედენტო განსაცდელშია“ – პენიტენციური პროცესის 1 თვით გადადებას ითხოვს

ხმაური საქალაქო სასამართლოსთან – მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ

„21-ში შეგნებულად არ ვნიშნავთ“ – მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადაიდო

მელაძე იუსტიციის სამინისტროს: „ტვ პირველი“ მზად არის, აღმოგიჩინოთ უსასყიდლო ტექნიკური დახმარება

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი სააკაშვილზე: „რამდენადაც ვიცი მზად არის, რომ ჩაერთოს“

„2 საეჭვო შემთხვევა შემიძლია გავიხსენო“ – რა ვიცით მოსამართლე გიორგი არევაძეზე, რომელიც სააკაშვილის საქმეს განიხილავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g