LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელაძე იუსტიციის სამინისტროს: „ტვ პირველი“ მზად არის, აღმოგიჩინოთ უსასყიდლო ტექნიკური დახმარება

189
მელაძე ხაჭაპურიძე

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე იუსტიციის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას უსასყიდლოდ სთავაზობს.

ამის შესახებ ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, „ტვ პირველი“ მზად არის, აღმოგიჩინოთ უსასყიდლო ტექნიკური დახმარება და უზრუნველყოს მისი ტექნიკური საშუალებებით, მაღალი

გარჩევადობის full HD ხარისხით პირდაპირი ტრანსლაცია კლინიკა „ვივამედიდან“ თბილისის საქალაქო სასამართლოში. ასევე ტექნიკურად უზურნველყოს უკუკავშირი სასამართლოდან კლინიკაში.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მზად ვართ, სიგნალის ტრანსლაცია უზრუნველყოფილი იყოს დაუყოვნებლივ“. – წერს ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე:

ადვოკატის ცნობით, სააკაშვილი „უპრეცედენტო განსაცდელშია“ – პენიტენციური პროცესის 1 თვით გადადებას ითხოვს

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი სააკაშვილზე: „რამდენადაც ვიცი მზად არის, რომ ჩაერთოს“

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა

magti 5g