ევროპის საზღვაო უსაფრთხოების დაცვაზე ამიერიდან დრონები იზრუნებენ. მფრინავი აპარატები მესაზღვრეებს ბრაკონიერების დაჭერაში, ოკეანეში ჩაღვრილი საწვავის პოვნასა და წყალში უბედური შემთხვევების თავიდან აცილებაში დაეხმარებიან. გარდა ამისა, დრონები გააკონტროლებენ საზღვრის უკანონო კვეთის შემთხვევებსაც.
საპატიო მისიის შესასრულებლად მფრინავ აპარატებს პორტუგალიაში შექმნიან. ვიზუალურად აპარატი მცირე ზომის ვერტმფრენის ფორმის იქნება. თითოეული ასეთი მოწყობილობის წონა 180 კილოგრამს შეადგენს და 1300 კილომეტრის რადიუსს ავტონომიურად დაფარავს.
დრონებს აღჭურავენ კამერებითა და გადამცემებით, რომელთა მეშვეობითაც ინფორმაცია სახმელეთო ცენტრს ძალიან სწრაფად გადაეცემა.
წელს ევროპამ გადაწყვიტა, რომ ფრენების კონტროლის სისტემა შექმნას. სიახლის დახმარებით დრონები ჰაერში საცობებს არ შექმნიან და არც ერთმანეთს შეუშლიან ხელს. სისტემა ევროპულ სახელმწიფოებში 2035 წლიდან ამოქმედდება.