The Guardian-ის ინფორმაციით, ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ კომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი პრესკონფერენციაზე გამართავენ.
კომისიის მთავარმა პრესსპიკერის თქმით, საბოლოო ტექსტის დასრულებამდე ზომების შესახებ დეტალური ბრიფინგი არ გაიმართება.
ცნობისთვის, სანქციების პაკეტი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს და მის მიღებას ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება.