LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის ტექსტი, სადაც ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ

160
ბიძინა და ეუს რეზოლუცია

ევროპარლამენტმა შესაძლოა მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი შეფასებულია, როგორც ოლიგარქი და მოთხოვნილია, რომ ევროპულმა საბჭომ, სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ერთად, მას პერსონალური სანქციები დაუწესოს.

კერძოდ, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით 5 ტექსტია დარეგისტრირებული, მათგან 2-ში კი ბიძინა ივანიშვილზე და მის არაფორმალურ გავლენებზეა საუბარი.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს სტრასბურგში, 2 დღეში, 15 თებერვალს უყრიან. სწორედ მაშინ გახდება ცნობილი რეზოლუციის საბოლოო ტექსტი.

ერთი რეზოლუციის ტექსტის ავტორია „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP), მეორის კი „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი.“ EPP სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას საქართველოს არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილის აკისრებს:

CNN-ი ავრცელებს „ვივამედში“ გადაღებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებს

ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ადვოკატი აცხადებს, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანა

„ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე პატიმრობაში, როგორც მისი პირადი ვენდეტის ნაწილს. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლებამოსილება ამ საკითხის გადასაჭრელად.“– ნათქვამია EPP-ის ტექსტში.

რაც შეეხება რეზოლუციის მეორე ტექსტს, „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფში“ მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე, ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება დგამს, ლაკმუსის ტესტი იქნება:

„ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფში“ ღრმა შეშფოთებას ტოქსიკოლოგიურ ანგარიშთან დაკავშირებით გამოხატავს, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის არაერთი პათოლოგიური სიმპტომი მძიმე ლითონით მოწამვლის შედეგია, რაც ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.

ალასანია სააკაშვილზე: ადამიანი ცარიელი ძვალი და ტყავია, მოშიმშილე ავადმყოფებიც კი არ არიან ასეთი გამხდრები, ამას სხვა სჭირს და ეს სხვა არის მოწამვლა

„საქართველოს მთავრობას ეკისრება სრულ პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და პასუხი უნდა აგოს, იმ შემთხვევაში, თუ მას რამე დაემართება. „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფში“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება ამ საკითხის მოსაგვარებლად.

„ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა – თქვენ გარდა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის შესაძლებლობა არავის აქვს“ – სააკაშვილი ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს

ტექსტის თანახმად, „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფში“ გმობს საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირად როლს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ მოწოდებას, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო.“

ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილისთვის უცხოეთში ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემისკენ ევროპაში პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფის, „სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წარმომადგენლებიც მოუწოდებენ. ისინი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელს მიმართავენ, დაეხმაროს  საქართველოს, რათა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამოუკიდებელი სამედიცინო შეფასება.

ვიდეო: მიხეილ სააკაშვილის პალატაში გადაღებული კადრები, რომელიც ექსპრეზიდენტის თანხმობით გასაჯაროვდა

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს სააკაშვილი და მისცეს საზღვარგარეთ სათანადოდ მკურნალობის საშუალება. ჰუმანიტარული ნიშნით და ასევე, როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება, უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, შესთავაზოს ევროკავშირის დახმარება ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამოუკიდებელი სამედიცინო შეფასების და სათანადო მკურნალობის მიზნით მისი საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით.“ – აღნიშნულია „სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ ტექსტში.

mazda magti 5g