LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალასანია სააკაშვილზე: ადამიანი ცარიელი ძვალი და ტყავია, მოშიმშილე ავადმყოფებიც კი არ არიან ასეთი გამხდრები, ამას სხვა სჭირს და ეს სხვა არის მოწამვლა

159
Untitled design (2)

მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახალხო დამცველს თხოვნით მიმართა, მის მიერ შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმის ექიმებმა კლინიკაში მოინახულონ. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა და პატიმრობაში მყოფი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა, შეეხო CNN – ის მიერ გავრცელებულ კადრებსაც.

„სახალხო დამცველის ჩართულობა ძალიან კარგია. მიხეილ სააკაშვილმა მათ თხოვნით მიმართა, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო. რაც უფრო ადრე მოხდება, მით უკეთესი. როგორც ყოველთვის, ისევე სუსტად არის. ყველაფერი უჭირს: სიარული, ჭამა.

ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალური კადრები გახდა CNN – ის მიერ გავრცელებული კადრები, ეს რეალობაა, თან ეს 4 ოქტომბრის კადრები იყო, ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მძიმეა.

ოქტომბრის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით გაუარესებულია. ფაქტია, რომ ადამიანი ცარიელი ძვალი და ტყავია. მოშიმშილე ავადმყოფებიც კი არ არიან ასეთი გამხდრები, ამას სხვა სჭირს და ეს სხვა არის მოწამვლა, ინტოქსიკაცია.

ტელეკომპანია „იმედმა“ აჩვენა პატარა კადრები, სადაც ძალიან მხნედ გადაადგილდება. რა თქმა უნდა, სჯობდა კიევის კადრები ეჩვენებინათ, იქ უფრო მხნედ დააბიჯებდა. იცით რა მიკვირს? ყველანაირი ხერხით რომ უნდათ, ეს ადამიანი აქედან არ გაუშვან, თუ ასე ძალიან უყვარდათ და ასე ძალიან უნდოდათ აქ ყოფილიყო, რატომ ჩამოართვეს მოქალაქეობა? ძალიან მიკვირს“, – თქვა გიული ალასანიამ.

CNN-ი ავრცელებს „ვივა მედში“ გადაღებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებს

„სახსრების გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდა, კუნთები ილევა… გუშინ პირწმინდად გაათენა მთელმა მედპერსონალმა და თვითონ, პაციენტმა“ – გიული ალასანია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g