LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ელექტრომობილების დამუხტვისთვის საერთო ქსელი იარსებებს

55

გერმანული ავტომწარმოებლები BMW, Volkswagen და Daimler ამერიკულ Ford-თან ერთად საერთო პროექტზე მუშაობენ, სახელწოდებით IONITY. 2020 წლისთვის აღნიშნული პროექტის განხორციელებისას ევროპაში ელექტრომობილების დამუხტვისთვის საერთო ქსელი იარსებებს. კომპანიები გეგმავენ 400 დასატენი სადგური გააკეთონ. პირველი 20 სადგური გერმანიაში, ავსტრიასა და ნორვეგიაში წლის ბოლომდე გაიხსნება. კიდევ 100 ელექტროგასამართი სადგური მუშაობას 2018 წელს დაიწყებს. პირველი დასატენი პუნქტები, სადაც ერთდრულად რამდენიმე ავტომობილის დატენვა იქნება შესაძლებელი, მთავარ მაგისტრალებზე განთავსდება. სადგურები ერთმანეთისგან 12 კილომეტრით იქნებიან დაშორებულები.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ზემოთხსენებული კომპანიები თანაბრად მონაწილეობენ, მიუხედავად ამისა, პროგრამა სხვა მსურველი კომპანიებისთვისაც ღიაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები