LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-ზე ნაპოვნი 25 დოლარიანი ჯადოსნური კაბა და საოცნებო ქორწილი სულ რაღაც 1000 დოლარად – წყვილმა პანდემიის პირობებში ოცნების ასრულება მაინც შეძლო

282
Capture

27 წლის ალექს უიტნიმ და 30 წლის კაილი ბინდონმა მცირე ბიუჯეტით ჯადოსნური ქორწილი გადაიხადეს. წყვილი შეუღლებას ჯერ კიდევ პანდემიამდე აპირებდა, თუმცა მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა მათი გეგმები ჩაშალა.

„მას შემდეგ, რაც ქორწილი რამდენჯერმე ჩაგვეშალა, მინდოდა მაქსიმალურად ცოტა თანხა დამეხარჯა“, – უთხრა დედოფალმა Daily mail-ს.

თავიდან ქორწილის ბიუჯეტი 1500 დოლარი იყო, თუმცა წყვილს ძალიან გაუმართლა და საქორწინო ფოტოსესია, ყვავილები და მაკიაჟი Instagram-ის გათამაშებაში მოიგო.

„თმა ჩემმა მეგობარმა გამიკეთა, კაბა Facebook-ით ვიყიდე, სამკაულები მეორე მეგობარმა მათხოვა“.
ქორწილის საუკეთესო ნაწილი იყო, როცა პატარძალმა სიძესა და სტუმრებს სასიამოვნო სიახლე ამცნო. ის ორსულადაა და მალე პატარა გოგონა გაჩნდება.

წყვილს პირველი შვილი 2022 წლის იანვრისთვის შეეძინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები