LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაქტობრივად განწირული ვიყავი, რომ პროექტს დავტოვებდი, მირეკავს ტელეფონი და მატყობინებენ, რომ პატრიარქს უნდა ჩემი ნახვა…“ – ოთო ნემსაძე პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს

3297
ოთო ნემსაძე, პატრიარქი ილია მეორე

„მადლობა ჩემო პატრიარქო…“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოთო ნემსაძე წერს და პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს.

მომღერალი „ჯეოსტარში“ მონაწილეობის პერიოდზე საუბრობს და წერს, რომ იყო საშიშროება, რომ მაღალი სიცხეებისა და ანგინის გამო შესაძლოა პროექტი დაეტოვებინა.

ოთო ამბობს, რომ სწორედ ამ რთულ პერიოდში მიიღო პატრიარქ ილია მეორისგან შეხვედრის შეტყობინება:

„20 წლის ვიყავი ჯეოსტარში შემთხვევით რომ მოვხვდი, ჩემთვის სრულიად უცხო სამყაროში ამოვყავი თავი. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ძალიან შორს წავიდოდი, ნახევარფინალი ისე მოვიდა გააზრებაც ვერ მოვასწარი ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე საპასუხისმგებლო ტური იყო (სამღერი მქონდა იუდას არია) დამეწყო მაღალი სიცხეებით ანგინა, ფაქტობრივად განწირული ვიყავი რომ პროექტს დავტოვებდი. თუ ზუსტად მახსოვს პარასკევს მირეკავს ტელეფონი და მატყობინებენ, რომ პატრიარქს უნდა ჩემი ნახვა. გულწრფელად გამიკვირდა და ვერ ვხვდებოდი მე რით დავიმსახურე ეს ყველაფერი. დიდი ხანი რომ არ გამიგრძელდეს სიონში ვნახე ჩვენი პატრიარქი და შეხვედრის ბოლოს მეუბნება: „ჯეოსტარს რომ მოიგებ მერე რა უნდა გააკეთოო”, დაბნეულმა ვუთხარი, რომ კარგად მოვიქცევითქო. მასაც და ყველას საკურთხეველში გაეღიმათ… არასდროს არ მიგრძნია მსგავსი არაფერი ჩემს ცხოვრებაში, ვერც ის გავიგე ჩემი სიცხე და წითელი ყელი სად გაქრა… ამის შემდეგ სულ მგონია რომ დიდი მფარველობა მაქვს… ყველაფერს უყურებდა და ყველაფერი იცოდა. მადლობა ჩემო პატრიარქო“, – წერს ოთო ნემსაძე სოციალურ ქსელში.

„არასოდეს დამავიწყდება ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის ასეთი თბილი მიღება ჩვენი დიდი მოძღვრის მიერ… თითქოს მასთან ერთად ეპოქა დამთავრდა“ – პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი პატრიარქთან დაკავშირებულ ემოციურ ისტორიას იხსენებს

„ვუთხარი, რომ დედამთილმა სახლიდან გამომაგდო, იმ ღამესვე დაიბარა საპატრიარქოში ჩემი ყოფილი ქმარი, დედამთილი და მამამთილი…“ – რა გაიხსენა პატრიარქზე ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ცისნამი საყვარლიშვილმა

20 წლის ვიყავი ჯეოსტარში შემთხვევით რომ მოვხვდი, ჩემთვის სრულიად უცხო სამყაროში ამოვყავი თავი. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ…

Posted by Oto Nemsadze on ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g