LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა არ გადაიდება

84

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შემდეგი სესიისთვის გადადების შესახებ სერგი კაპანაძის მოთხოვნა, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ბიუროს სხდომაზე დააყენა, არ დაკმაყოფილდა.

კაპანაძემ თემის განხილვის გადადების რამდენიმე მიზეზი დაასახელა.

„პირველი მიზეზი არის ის, რომ იცით, რა რეჟიმში მიმდინარეობს ამის განხილვა. მეორე მიზეზი არის ის, რომ გუშინ კომიტეტის სხდომა დამთავრდა გვიან ღამე. ასევე, მაქვს შთაბეჭდილება, რომ დაჩქარების მცდელობაა, მაშინ როდესაც ბევრი ორგანიზაცია, პრეზიდენტი, მათ შორის ოპერატორები არ ემხრობიან მთელი რიგი ცვლილებების შეტანას. მე მგონია, რომ თუ გადაიდება და კონსულტაციები გაგრძელდება, ამაზე უფრო მეტი შანსია, რომ საკონსტიტუციო ვადაში მოესწროს, ვიდრე ახლა, ამ რეჟიმში გაგრძელება. თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია, ჩვენ მზად ვართ დღესაც ვიმუშავოთ ამაზე, მაგრამ უფრო კონსტრუქციული მგონია და უფრო ნაკლებად დაემსგავსება მართლა საბოტაჟს პროცესის”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ ირაკლი  გუშინ ჰქონდა კონსულტაციები იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელობასთან.

”მათი პოზიცია იყო, რაც გავიზიარეთ ჩვენ, რომ გავაგრძელოთ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტების პაკეტის განხილვა, პირველ რიგში, იმ ვადებიდან გამომდინარე, რომელიც თქვენც ახსენეთ. ჩვენ ვართ შეზღუდული ვადებით, მარტის ბოლომდე ჩვენ უნდა მივიღოთ 3 მოსმენით კანონპროექტების პაკეტი, ასევე გასათვალისწინებელია კანონის მიღების შემდეგ გასავლელი შესაძლო პროცედურები. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა დღეს, მეორე მოსმენით კანონპროექტების პაკეტის განხილვის გაგრძელება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოპულალურები