LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმში „სანამ შენ გეძინა“ მთავარი როლები დემი მურსა და პატრიკ სუეიზის უნდა ეთამაშათ

3943
fortuna-films

„სანამ შენ გეძინა“ 1995 წლის ულამაზესი საშობაო რომანტიკული ფილმია, რომელიც მეტროში მომუშავე გოგონას, ლუსის ამბავს გვიყვება. ლუსი უგონოდ არის შეყვარებული პიტერზე, რომელსაც ყოველ დილით, სამსახურში მიმავალს ხედავს. ერთხელაც ლუსი დაინახავს, როგორ ძარცვავენ პიტერს და ლიანდაგში აგდებენ მძარცველები. ლუსი სიცოცხლის რისკის ფასად, საყვარელი მამაკაცის გადარჩენას გადაწყვეტს და ისე აღმოჩნდება საავადმყოფოში, სადაც კომაში მყოფი პიტერის ოჯახს ის მისი შეყვარებული ჰგონია.

თავდაპირველად, ფილმის სცენარი დაიწერა პირიქით, კომაში უნდა ყოფილიყო ლუსი და არა პიტერი. სცენარისტებმა ასეთი სიუჟეტი უინტერესოდ ჩათვალეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. ფილმის სცენარი თავიდან დემი მურისთვის დაიწერა, რომელმაც მოულოდნელად მონაწილეობაზე უარი თქვა. შემდეგ განიხილებოდა ჯულია რობერტსისა და ნიკოლ კიდმანის კანდიდატურა. სანდრა ბალოკმა, რომელიც მაშინ დამწყები მსახიობი იყო, სცენარის წაკითხვისთანავე რეჟისორს დაურეკა და სთხოვა, მისთვის შანსი მიეცათ.

ფილმის შემქმნელებს სურდათ, მთავარი როლები დემი მურსა და პატრიკ სუეიზის ეთამაშათ, რათა ეკრანზე ყველასთვის საყვარელი გმირები, ისევ ერთად გვეხილა. ჩანაფიქრი არ გამოვიდა, პიტერის როლი პიტერ გალაჰერს, ჯეკის, კი, ბილ პულმანს ერგო. პროდიუსერებს დიდი წარმატების მოლოდინი არ ჰქონდათ, არადა შეცდნენ, 17 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ფილმმა 182 მილიონი შემოსავალი მოიტანა და მალევე კინოჰიტად იქცა. სანდრა ბალოკმა და ბილ პულმანმა ფილმისთვის „ოქროს გლობუსის“ ნომინაციებიც მიიღეს. დღეს ფილმი „სანამ შენ გეძინა“ ყველა დროის ყველაზე საყვარელი საშობაო ფილმების სიას ლიდერობს.

5 ლამაზი საშობაო ფილმი, რომელიც ეკრანებზე ახალ წელს გამოვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები