ფინელებს შესაძლოა მისცენ უფლება, რომ მათ კოლეგების ხელფასის რაოდენობა გაიგონ. მიზანი – შრომის ანაზღაურებაში გენდერული თანასწორობის მიღწევაა.
დასაქმებულებს უფლება ექნებათ, რომ თავისი კოლეგების ხელფასები აკონტროლონ და გადაამოწმონ ყველა ის შემთხვევა, როცა გენდერული დისკრიმინაციის ეჭვი აქვთ. გარდა ამისა, მათ შეეძლებათ რომ დამსაქმებელთან სახელფასო ანაზღაურებაში სხვაობის მიზეზი გაარკვიონ.
თავის მხრივ დამქირავებელი ვალდებული იქნება, რომ თანამშრომლებს ყოველი წლის ბოლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პრინციპით გადანაწილდა ხელფასები.
ახალი წესი ძალაში სავარაუდოდ, 2023 წლიდან შევა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, ფინელი ქალები მამაკაცებზე 17,2%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ. ეს კი ქვეყანას გენდერული თანასწორობის რეიტინგში 37-ე პოზიციაზე აყენებს.