საფრანგეთში, კორონავირუსის ახლად აღმოჩენილ შტამს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ეხმიანება.
ამასთან, როგორც ფხაკაძე აღნიშნავს, “საქართველოში ისე დახვდნენ ახალ წელს, რომ 99.99% შანსია, კოვიდის ქართული ვარიანტი უკვე ცირკულირებდეს”.
“ჩემი წინასაახალწლო “დუმილი” დამთავრდა…
ახალი კოვიდის ვარიანტი დაფიქსირდა სამხრეთ საფრანგეთში.
საქართველოში ისე დახვდნენ ახალ წელს, რომ 99.99% შანსია, საქართველოში უკვე ცირკულირებდეს კოვიდის ქართული ვარიანტი… რითი ვართ ჩვენ ნაკლები ფრანგებზე, ბრიტანელებზე ან ინდოელებზე?!…
ყველა, სადაც არ უნდა იყოთ, თავს გაუფრთხილდით.
PS: ეს არის ერთი კვლევის შედეგი და, სავარაუდოდ, ეს ვარიანტი B.1.640.2 წამოვიდა კამერუნიდან და აქვს 46 მუტაცია”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქში”.
შეგახსენებთ, საფრანგეთში კორონავირუისის მორიგი, ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს.
ვირუსის მუტირებული ვარიანტის დროებითი სახელია B.1.640.2, თუმცა საერთაშორისო მედიაში უკვე გვხდება მისი სახელწოდება – IHU.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ვირუსს აქვს 46 მუტაცია, მისი გავრცელების წყაროდ კი ამ დროისთვის კამერუნი სახელდება.