LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი “ბლექ სი არენაზე” 7 სექტემბერს გაიხსნება

217
blcksstvl

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი “საქართველო”, ფოლკლორის ცენტრის ორგანიზებით, წელს უკვე მესამედ იმართება, გახსნას კი 7 სექტემბერს “ბლექ სი არენა” მასპინძლობს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები მთელი საქართველოდან, მისი სხვადასხვა კუთხიდან, ასევე კოლექტივები იტალიიდან და საფრანგეთიდან.

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მიზანია, ქართულ ფოლკლორს პოპულარიზაცია გაუწიოს.

”ბლექ სი არენამ” ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც არენის სცენაზეა გადაღებული. ტრიო “შალვა ჩემო” ასრულებს ცნობილ სიმღერას – “მივალ გურიაში მარა…”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g