Forbes-მა მილიარდერთა განახლებული სია გამოაქვეყნა – 2017 წელს მსოფლიოს 195 ახალი მილიარდერი ჰყავს (მათგან 76 ჩინეთიდანაა, 25 კი აშშ-დან).
რეიტინგში შესულ მილიარდერთა ჯამური კაპიტალი 7.67 ტრილიონი დოლარია – შარშანდელზე 18%-ით მეტი.
Forbes-ის მილიარდერთა 2017 წლის რეიტინგში რამდენიმე საინტერესო ცვლილებაა: იმის მიუხედავად, რომ მთლიან რეიტინგში ქალები კვლავ უმცირესობაში არიან (რეიტინგში მხოლოდ 227 ქალია), ახალი მილიარდერებიდან 15 სწორედ მდედრობითი სქესის წარმომადგენელია.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში 56 მილიარდერი 40 წელზე ახალგაზრდაა.
უკვე მეოთხე წელია, ბილ გეიტსი სიის სათავეს იკავებს. მისი კაპიტალი ბოლო ერთ წელიწადში $11 მილიარდით გაიზარდა.
მეორე ადგილზე $14.8 მილიარდით უორენ ბაფეტი დაბრუნდა. მან “ზარას” დამფუძნებელი, ამანსიო ორტეგა ჩაანაცვლა. რომელიც წლევანდელ რეიტინგში მეოთხე ადგილზეა. მესამეზე კი “ამაზონის” დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია, რომელსაც საუკეთესო წელი ჰქონდა – მიმა ქონებამ $27.6 მილიარდით მოიმატა.
სიის ხუთეულს კი ფეისბუქის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი აგვირგვინებს. ის წელს $11.4 მილიარდით გამდიდრდა.
რეიტნგში ქართველებიდან კვლავ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია. $4.5 მილიარდით ის 367-ე ადგილზეა.
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეული ასე გამოიყურება:
- ბილ გეიტსი – $86 მილიარდი
- უორენ ბაფეტი – $75.6 მილიარდი
- ჯეფ ბეზოსი – $72.8 მილიარდი
- ამანსიო ორტეგა – $71.3 მილიარდი
- მარკ ცუკერბერგი– $56 მილიარდი
- კარლოს სლიმ ელუ – $54.5 მილიარდი
- ლარი ელისონი – $52.2 მილიარდი
- ჩარლზ კოხი – $48.3 მილიარდი
- დევიდ კოხი – $48.3 მილიარდი
- მაიკლ ბლუმბერგი– $47.5 მილიარდი
Forbes-ის მილიარდერთა 2017 წლის სრული რეიტინგი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
Forbes-ი უკვე 31 წელია მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს.