LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford „ტესლასთან“ კონკურენციისთვის ელექტრო კროსოვერს ამზადებს

117
ford

ამერიკული კომპანია Ford მუშაობს ელექტრონულ კროსოვერზე, რომელიც Tesla-ს კონკურენტი უნდა გახდეს. ბრენდი ელემენტიანი მოდელების გაყიდვებით დიდ შემოსავლებს კარგავს, თუკი 2022 წელს დანაკარგი 2.1 მილიარდ დოლარად ფასდებოდა, 2023 წლის ბოლოსთვის წაგება – 3 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება. უახლოეს პერსპექტივაში კი ამ სიტუაციის მოსაგვარებლად გაჩნდება ელექტრონული კროსოვერი, რომელიც „ტესლას“ მთავარი კონკურენტი გახდება.

ავტო გამოცემებისთვის მიცემულ ინტერვიუში Ford-ის პრეზიდენტმა სიახლე კოდური სახელით Model E მოიხსენია. ამასთან, ტოპ-მენეჯერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოდელი აუცილებლად 7 ადგილიანი იქნება.

კომპანიას ახალი კლიენტების იმედი აქვს, რამეთუ ელექტრონული პიკაპის Ford F-150 Lightning-ის მყიდველთა დიდმა ნაწილმა ასეთი კლასის მოდელი აირჩია და ბრენდი სამომავლოდ აუდიტორიის ზრდით უზრუნველყო. Ford-ის შეფასებით 2025 წლისთვის ბაზარზე მინიმუმ 45 სხვადასხვა ელექტრონული კროსოვერი იქნება, თუმცა არა ისეთი როგორიც Model E. სიახლე უკონკურენტო იქნება და „ტესლასაც“ უკან ჩამოიტოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები