პოპის დედოფალი, 64 წლის მადონა აცხადებს, რომ კიმ კარდაშიანმა, მაილი საირუსმა და Cardi B-მ მას მადლობა უნდა გადაუხადონ იმისთვის, რომ მან ქალები გაათავისუფლა და მათი ემანსიპაცია მოახდინა.
არტისტმა გამომწერებს ის ფაქტიც შეახსენა, რომ 1992 წელს მან წიგნი, „სექსი“ გამოუშვა, სადაც ტაბუდადებული თემები იყო წარმოდგენილი მან ამით სექსუალური რევოლუციას მოახდინა.
„იმ წიგნში მე ვისაუბრე სექსის შესახებ ირონიით და თავს იმის უფლება მივეცი, რისი უფლებაც ქალებს არ ჰქონდათ. მას შემდეგ დრო შეიცვალა. ახლა ისინი მე მადლობას უნდა მეუბნებოდნენ. Cardi B-ს შეუძლია თავის „ფისოზე“ იმღეროს, კიმ კარდაშიანმა უკანალი გამოაჩინოს, მაილი საირუსი კი ბურთზე შიშველი ირხეოდეს“, – აცხადებს მადონა.
ცნობისთვის, აგვისტოში მადონამ განაცხადა, რომ ახლა სექსითაა შეპყრობილი და ნანობს, რომ არაერთხელ გათხოვდა.
გაუფერულებული წარბები, ვარდისფერი თმა და დახეული ჯინსები – 64 წლის მადონას უცნაური გამოჩენა