ელტონ ჯონი 74 წლის ასაკშიც ახერხებს ახალი მწვერვალების დაპყრობას. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მრავალი ჯილდოს მფლობელმა არტისტმა მორიგი რეკორდი დაამყარა.
ის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი მუსიკოსი, რომელმაც ბრიტანულ ჩარტებში 10 სინგლით შესვლა, არც მეტი არც ნაკლები, 6 ათწლეულის განმავლობაში მოახერხა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ინფორმაცია გავრცელდა, რომ არტისტმა ტრავმა მიიღო და მენჯის ტკივილისგან იტანჯება. ელტონის მეუღლემ, 58 წლის დევით ფერნიშმა განაცხადა, რომ ჯონის ოპერაცია სჭირდება.
„ის ოპერაციისთვის ემზადება“ – საზაფხულო კრუიზის შემდეგ ელტონ ჯონი მენჯის ტკივილისგან იტანჯება