LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

77 წლის შერიმ კარიერაში პირველი საშობაო ალბომო გამოუშვა – ალბომში ვარსკვლავური დუეტებიც გელით

160
შერი

ცნობილი ხდება, რომ შერის ახალი ალბომი, სახელწოდებით Christmas გაყიდვაში 20 ოქტომბერს გამოვა.

ეს არის პირველი საშობაო ალბომი 77 წლის მუსიკოსის კარიერაში.

ალბომის შესახებ შერი ახალ თიზერშია საუბრობს, რომელიც უკვე გამოქვეყნდა.

ცნობილია, რომ ალბომის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს სტივ უანდერმა, სინდი ლაუპერმა და მაიკლ ბუბლემ. სწორედ ამ არტისტებთან შერის დუეტს მოვისმენთ მალე ახალ საახალწლო ალბომში.

სულ ალბომში შესულია 12 სიმღერა, მათ შორის ქავერები ისეთი ცნობილი ჰიტებისა, როგორცაა What Christmas Means To Mean, Santa Baby, Christmas – Baby, Please Come Home და სხვა.

77 წლის შერი საშობაო ალბომს გამოუშვებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები