როგორც ცნობილია, კრიშტიანო რონალდო თავის საყვარელ ქალთან და 5 შვილთან ერთად საუდის არაბეთში გადავიდა საცხოვრებლად. ის მაქსიმალურად ცდილობს გარემოს მოერგოს და ოჯახთან დიდ დროს ატარებს. ახლახან ჯორჯიანამ „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, სადაც ის საქმროსთან და შვილებთან ერთად გასართობ პარკში იმყოფება და დროს შესანიშნავად ატარებს.
„რა ლამაზი ქალაქია ერ რიადი“, – წერს როდრიგესი.
შეგახსენებთ, რონალდო საფეხბურთო კარიერას „ალ-ნასრის“ გუნდში აგრძელებს.