LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხავერდის ღვინისფერი მოსასხამი და გიგანტური ლურჯი ბრილიანტის ბეჭედი – ჯორჯიანა როდრიგესი კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია

589
page

ჯორჯიანა როდრიგესი აგრძელებს საზოგადოების აღფრთოვანებას გლამურული „ლუქებითა“ და ძვირად ღირებული სამკაულებით. მან რამდენიმე დღის წინ „ინსტაგრამ“ გამომწერებს პირად თვითმფრინავში გადაღებული ფოტოების სერია გაუზიარა. ახლა კი ის კრიშტიანოს ახალი საფეხბურთო გუნდის პრეზენტაციაზე, უზარმაზარი ლურჯი ბრილიანტის ბეჭდით გამოჩნდა.

ჯორჯიანას ჯინსის შარვალი და ხავერდის მოსასხამი ამშვენებდა, ხელში კი ჟოლოსფერი ჩანთა ეჭირა. მის „ლუქს“ ლურჯი, გიგანტური ბრილიანტის ბეჭედი ასრულებდა, რომლის არ შემჩნევაც უბრალოდ შეუძლებელი იყო.

ცნობისთვის, რონალდოს დიდი ოჯახი ახლა საუდის არაბეთში იმყოფება. ფეხბურთელი საფეხბურთო კარიერას „ალ-ნასრის“ გუნდში აგრძელებს.

უზარმაზარი საწოლი პირად თვითმფრინავში, ოქროს საათი, ბრილიანტის ყელსაბამი და ძვირადღირებული ქურქი – ჯორჯიანა როდრიგესი ფოტოებს ავრცელებს

„შობის ჯადოსნური ღამე“ – ჯორჯიანა როდრიგესის „მოკრძალებული“ საჩუქარი რონალდოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები