46 წლის მსახიობმა, ანჯელინა ჯოლიმ, რომელსაც ცეცხლსასროლ იარაღთან არაერთხელ ჰქონია შეხება, გამოცემა The Times-თან გადასაღებ მოედანზე ჰალინა ჰაჩინსის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ ისაუბრა.
„მე ამ საკითხს მუდამ განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგები, მე ხშირად გამომიყენებია იარაღი და წინასწარ ყოველთვის ვამოწმებ მის უსაფრთხოებას, წარმოდგენაც არ მინდა, რა გამოიარეს ოჯახებმა, ეს საშინელი ტრაგედიაა“, – აცხადებს ჯოლი.
ცნობისთვის, ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ფილმის, Rust გადასაღებ მოედანზე დატრიალებული ტრაგედია, დივერსია ყოფილიყო.
გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედია შესაძლოა დივერსია იყოს – უახლესი დეტალები