LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის სასწაული გარდასახვა – უახლესი ფოტოები ფილმის „მარიას“ გადასაღები მოედნიდან

5986
page

ლეგენდარული ბერძენი მომღერლის, მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის, „მარიას“ გადაღებები დაიწყო. ის რამდენიმე ქალაქში, პარიზში, მილანსა და ბუდაპეშტში მიმდინარეობს. გადამღები ჯგუფი თავად კალასის სამშობლოში, საბერძნეთშიც გაემართება. მოვლენები 1970-იანი წლების პარიზში ვითარდება. ფილმის მისი რეჟისორი კი პაბლო ლარაინი გახლავთ, მთავარ როლს კი ანჯელინა ჯოლი ასრულებს.

ანჯელინა ჯოლი „მარიას“ გადაღებებზე პარიზში – მედოქსი და პაქსი გადაღებების პროცესში მაქსიმალურად არიან ჩართულნი

განუმეორებელი ანჯელინა ჯოლი მარია კალასის როლში – ინტერნეტსივრცეს პირველი ფოტოები იპყრობს

ამჯერად გადამღები ჯგუფი პარიზში იმყოფება. ანჯელინას თან შვილებიც ახლავს, რომლებიც გადაღებების პროცესში მაქსიმალურად ჩართულნი არიან. ახლახან ინტერნეტსივრცე ახალმა ფოტოებმა დაიპყრო. 48 ჯოლი გადასაღებ მოედნიდან ვინტაჟურ სამოსში შეუდარებელია.

აღსანიშნავია, რომ ფილმში ანჯელინას სამოსი მარია კალასის რეალური სამოსის მიხედვით არის შექმნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები