გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლი ბერძენი საოპერო მომღერლის, მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლს შეასრულებდა. მას შემდეგ ცნობები აღარ გავრცელებულია, საზოგადოება ფიქრობდა, რომ აღნიშნული პროექტი დაპაუზდა.
თუმცა, გვინდა გაცნობოთ, ფილმის გადაღებები უკვე დაიწყო. ის რამდენიმე ქალაქში, პარიზში, მილანსა და ბუდაპეშტში მიმდინარეობს. აგრეთვე გადამღები ჯგუფი თავად კალასის სამშობლოში, საბერძნეთშიც გაემართება. მოვლენები 1970-იანი წლების პარიზში ვითარდება. ახლახან ფილმიდან ორი ფოტო გავრცელდა, ანჯელინა კალასის როლში მართლაც შეუდარებელია.
ცნობისთვის, ფილმის სახელწოდებაა „მარია“, მისი რეჟისორი კი პაბლო ლარაინი გახლავთ. პაბლოს ისეთ ფილმებზე უმუშავია, როგორებიცაა: „ნერუდა“, „ჯეკი“ და „სპენსერი“.
აღსანიშნავია, რომ ფილმში ანჯელინას სამოსი მარია კალასის რეალური სამოსის მიხედვით არის შექმნილი.
ანჯელინა ჯოლი მარია კალასის როლს შეასრულებს