ანჯელინა ჯოლი „ვოგის“ გარეკანზე მოხვდა. გამოცემასთან ინტერვიუში მან თავისი ახალი პროექტის, Atelier Jolie-ის შესახებ ისაუბრა, რომელიც მსახიობმა რამდენიმე თვის წინ შექმნა. მან ასევე შვილების მხრიდან მის დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება. ფოტოსესია საოცრად შთამბეჭდავი გამოვიდა, ჯოლის საკუთარი ბრენდის სამოსი ამშვენებს.
„მე არ მსურს გავხდე მოდის დიდი დიზაინერი, მინდა შევქმნა სახლი, სადაც ამას სხვები მოახერხებენ. ამ საქმეში ზაჰარა საოცრად მეხმარება, მე ძალიან იმპულსური ვარ, ზაჰარა კი საოცრად გაწონასწორებულია. დედა 26 წლის ასაკში გავხდი და მას შემდეგ სამყარო ჩემს ირგვლივ რადიკალურად შეიცვალა. ისინი რომ არა, მე უკვე ფსკერზე ვიქნებოდი, მათთვის ვაკეთებ ყველაფერს, ისინი ჩემზე ბევრად უკეთესები არიან“, – აცხადებს ჯოლი.
ანჯელინა ჯოლი ქერათმიანი გახდა – მსახიობი ახალ მოდის სახლს „ატელი ჯოლის“ აფუძნებს
„ქალღმერთი გამოქვაბულში“ – ანჯელინა ჯოლი Elle-ს უახლეს ნომერში