როგორც იცით, კარდაშიანები ახალი შოუთი მიმდინარე წელს ბრუნდებიან. რეალითი შოუს ვარსკვლავებმა სერვერ Hulu-სთან მრავალ წლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი, რომლის ღირებულებაც 150 მილიონ დოლარს შეადგენს. სწორედ ახალ სეზონში ისაუბრებს კიმი მეუღლესთან, კანიე უესტთან განშორების დეტალებზე ღიად.
ახლახანს ინტერნეტსივრცეში კადრები გავრცელდა, სადაც კიმი ქვითინებს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც კიმმა რეალითი შოუს დასრულების შესახებ შეიტყო. ის ცრემლებს ვერ იკავებდა და სიტყვები წარმოთქმა უჭირდა.
„მინდა იცოდეთ, რაოდენ დიდ პიტივს გცემთ, თქვენ ჩემს შეშლილ ოჯახთან უამრავი დრო გატარეთ“, – უთხრა კარდაშიანმა გადამღები ჯგუფის წევრებს.


