LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის სახლთან განქორწინების შემდეგ პირველად დააფიქსირეს

526
safe-image

სულ ცოტა ხნის წინ, ანჯელინა ჯოლიმ ჟურნალ ,,ვოგის” ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბრედ პითთან განქორწინების მიზეზებზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ წყვილმა განქორწინების შემდეგ ურთიერთობა ნელ-ნელა დაალაგა და მათ თაყვანისმცემლებსაც ახალი იმედი მიეცათ.

ახლა კი ინსაიდერმა განაცხადა, რომ ამდენი წლის შემდეგ, განქორწინებიდან პირველად, ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის სახლთან დააფიქსირეს. პიტმა ექს-მეუღლის ბევერლი ჰილზის სახლში 2 საათი გაატარა, შემდეგ კი მოტოციკლეტით გაუდგა გზას. ტაბლოიდების ვარაუდით, ბრედი ანჯელინას, ტყუპების, ვივიენისა და ნოქსის დაბადების დღესთან დაკავშირებით ესტუმრა, რომელიც 12 ივლისაა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, ბრედმა და ანჯელინამ საერთო ენა გამონახეს და შვილების აღზრდას ერთობლივი ძალებით შეუდგნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები