LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩემმა შვილებმა მედიაში ათასი ტყუილი წაიკითხეს” – ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან დაშორების მიზეზი დაასახელა

689
safe-image

ვარსკვლავური წყვილის, 45 წლის ანჯელინა ჯოლისა და 56 წლის ბრედ პიტის განქორწინების მიზეზე ბევრს საუბრობენ. წყვილს ამ დრომდე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა, ბოლო პერიოდში მათ შეძლეს და შვილების გულისთვის ურთიერთობა დაალაგეს.

სულ ცოტა ხნის წინ, ჯოლიმ პიტთან დაშორების მიზეზი დაასახელა. განქორწინების მიზეზებზე მსახიობმა ჟურნალ Vogue-თან ისაუბრა.

ანჯელინას თქმით, ეს გადაწყვეტილება მან შვილების კეთილდღეობისთვის მიიღო და ამას არც ნანობს. ჯოლიმ განქორწინება იმიტომ გადაწყვიტა, რადგან მას არ მოსწონდა, როგორ ზრდიდა პიტი მათ შვილებს.

„მე ბრედს ჩემი ოჯახის კეთლდღეობის გამო დავშორდი, ეს მართებული გადაწყვეტილება იყო, ახლა მხოლოდ ჩემი შვილების მომავალზე ვარ ორიენტირებული. ზოგიერთმა ადამიანმა ჩემი დუმილით ისარგებლა, ჩემმა შვილებმა მედიაში ათასი ტყუილი წაიკითხეს, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩემმა შვილებმა სიმართლე იციან და დამოუკიდებლად აზროვნებაც შეუძლიათ. ისინი ძალიან მამაცები და ძლიერები არიან“, – განაცხადა მსახიობმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები