LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BTS-ისა და ედ შირანის ტრიუმფი MTV Europe Music Awards-ზე – დაჯილდოების გამარჯვებულები გამოვლინდნენ (ფოტო/ვიდეო)

193
PRC-210282402

ბუდაპეშტში, MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიების წამყვანი – Saweetie იყო. 28 წლის ამერიკელი რეპერი MTV Europe Music Awards-ის ნომინანტთა შორის პირველად მოხვდა და ერთადერთ მინიჭებულ ნომინაციაში გამარჯვებულიც გახდა. მან ჯილდო ,,საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში’’ მიიღო, რომელშიც მისი კონკურენტები ისეთი ამომავალი ვარსკვლავები იყვნენ, როგორებიც: Giveon, the Kid Laroi და ოლივია როდრიგო არიან.

შოუს ტრიუმფატორად BTS იქცა. სამხრეთ კორეული ბოიბენდი, რომელიც ცერემონიალს არ დასწრებია, საღამოს ყველაზე მეტ და მინიჭებულ ოთხივე, მათ შორის ,,საუკეთესო ჯგუფისა’’ და  ,,საუკეთესო პოპის’’ ნომინაციებში გამარჯვებულად დასახელდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by MTV EMA (@mtvema)

პრემიის გარეშე არ დარჩენილა ედ შირანი. 30 წლის მუსიკოსმა ხუთიდან ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. მისი ბოლოდროინდელი ჰიტი Bad Habits  ,,საუკეთესო სიმღერად’’, თავად შემსრულებელი კი – ,,საუკეთესო არტისტად’’ აღიარეს. ინგლისელი მომღერალი საზოგადოების წინაშე სინგლების – Overpass Graffiti და Shivers ცოცხალი შესრულებითაც წარდგა.

ცნობისთვის, MTV Europe Music Awards-ის გამარჯვებულები ხმის მიცემის პრინციპით, 16 ძირითად და 26 რეგიონალურ ნომინაციაში გამოვლინდა. ხმის მიცემა საქართველოდანაც შესაძლებელი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები