33 წლის მომღერალი რიანა 32 წლის რეპერი A$AP Rocky ერთმანეთს ხვდებიან, ამის შესახებ ინფორმაცია თავად რეპერმა დაადასტურა. მან გამოცემა GQ-ს ინტერვიუ მისცა, სადაც რიანას ერთადერთი სიყვარული უწოდა და ისიც განაცხადა, რომ საუკეთესო მამა იქნება.
„ის ერთადერთია, ის არის ჩემი ცხოვრების სიყვარული, ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც გვერდით ასეთი ადამიანი გყავს“,- აცხადებს ასაპი.
კითხვაზე, შედის თუ არა მის სამომავლო გეგმებში შვილების ყოლა რეპერმა განაცხადა, რომ თუკი მისი ბედი ასეთია, ის დიდი სიამოვნებით იყოლიებს შვილებს და იდეალური მამაც იქნება.
შეგახსენებთ, წყვილი ერთმანეთს 2017 წელს უკვე ხვდებოდა. პირველად რეპერი რიანას გვერდით სცენაზე 2013 წელს გამართულ ტურნეში, Diamonds გამოჩნდა. შემდეგ ისინი დაშორდნენ, ხოლო 2020 წელს ურთიერთობა კვლავ განაახლეს.
ფოტო: რომანი დადასტურდა, რიანა და ASAP Rocky პაპარაცებმა ბარბადოსში გამოიჭირეს