რუსული ჯგუფ „ვია გრას“ ყოფილი წევრი, ვერა ბრეჟნევა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ვრცელ პოსტს ავრცელებს. მან „ინსტაგრამზე“ შემაძრწუნებელი ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც დაბომბვის შედეგად დანგრეული სახლები და თავშესაფრებში დამალული ორსული ქალები და ბავშვები არიან აღბეჭდილნი. მომღერლის განცხადებით, მისი ქმარი, დედა და უმცროსი დის ოჯახი ბომბებს კიევში, სარდაფებში ემალებიან.
ვიდეო: უკრაინელი მომღერლის, ტინა კეროლის თვალცრემლიანი მიმართვა ტაძრიდან
„არასოდეს დამიყვია ჩვენი ერები. არც მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანსა და ბავშვს ვეხმარებოდი. ჩემი დედა და ბებია რუსები არიან. მამა და ბაბუა უკრაინელები. ორივე ხალხი ჩემი წინაპრები და ჩემი სისხლია. დავიბადე და ვცხოვრობ უკრაინაში. ახლა კი ყველა გაჭირვებულ მდგომარეობაში ვართ. 32% რუსი გამომწერი მყავს ინსტაგრამზე. მინდა, იცოდეთ სიმართლე და თუ რაიმეს გაკეთება შეგიძლიათ, გააკეთეთ. ბოლო მომენტამდე არ გვჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა. მაგრამ მეხუთე დღეა ომში ვართ. სულ უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება. სულ უფრო მეტი სახლი, სკოლა, საბავშვო ბაღი ნადგურდება. მე ახლა უსაფრთხოდ ვარ ბავშვებთან ერთად, მაგრამ ჩემი ქმარი და დედა, ჩემი უმცროსი დის ოჯახი ბომბებს კიევში, სარდაფებში ემალებიან, რადგან საომარი მოქმედებები მიმდინარეობს კიევში და სხვა ქალაქებში. თითოეული უკრაინელი ეხვეწება რუს ჯარისკაცებს, – არ მოხვიდეთ, არ მოგვკლათო. ამ ომს აზრი არ აქვს. მას არ აქვს საბაბი. ვერ გააგრძელებ… შეაჩერე ომი!!!“ – ნათქვამია ვრცელ პოსტში.